ერთი ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ავარია ცოტა ხნის წინ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოხდა.
“აჭარა.News”-ის ინფორმაციით, სოფელ ზემო ერგეში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს შეეჯახა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თავისა და ზედა კიდურების ტრავმებით ერთი დაშავებული “მედინაში” გადაიყვანა.