სასწრაფო დახმარების მანქანა ქვეითს შეეჯახა. დაახლოებით 50 წლამდე ასაკის კაცი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა მარნეულში მოხდა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სასწრაფოს თბილისში ბავშვი გადაჰყავდა. სავარაუდოდ ნასვამი ქვეითი ამ დროს გზაზე გადადიოდა.
შემთხვევის ადგილზე ახლა პოლიციაა მობილიზებული, ხოლო ბავშვი საავადმყოფოში სხვა სასწრაფო მანქანამ წაიყვანა. შეჯახებაში მონაწილე მძღოლი კი პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავთ.