ერთი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას. შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ნუკრიანი- ჩალაუბნის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი თოვლიან გზაზე მოცურდა და ხევში გადავარდა. ავტომობილის ოთხი მგზავრიდან, 60 წლამდე ასაკის ქალი, ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო.