ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. მას, სავარაუდოდ, ცივი იარაღით სახისა და გულმკერდის არეში აქვს მიყენებული ჭრილობები.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ გორგასალის ქუჩაზე მოხდა.
“აჭარა.News”-ის ინფორმაციით, კონფლიქტი მანქანის არასწორი პარკირების გამო დაიწყო.
დაჭრილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. კლინიკის ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცს ჩაუტარდა ოპერაცია. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, გიორგი ნიკოლავა მეუფე დიმიტრის სიძემ დაჭრა. გამოძიება სსკ 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.