ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 20 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
ავარია რამდენიმე კვირის წინ თბილისში, საბურთალოზე მოხდა.
”აჭარა.News”-ის ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც 20 წლის აკაკი ბადრიძე მართავდა, გაჩერებულ მანქანას შეეჯახა.
ის სხვადასხვა სახის დაზიანებებით, მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა. ექიმების მცდელობის მოუხედავად პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა და დღეს დილით გარდაიცვალა.
აკაკი ბადრიძე ამერიკულ ჰოსპიტალში ექთნად მუშაობდა.