ორი პირი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში.
“აჭარა.News”-ის ინფორმაციით, დაპირისპირება პაკელიანებსა და აფრასიძეებს შორის მოხდა.
ჯერჯერობით უცნობია მკვლელობის ზუსტი მიზეზი. არსებული ინფორმაციით დაპირისპირება, სავარაუდოდ, გვარებს შორის ადრე არსებულ უთანხმოებას უკავშირდება.
ერთ-ერთი მოკლული სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია.
შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 109-ე მუხლის “ლ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ მკვლელოვაში ბრალდებული პირი უკვე დააკავა.