ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ორი მძიმედ დაშავდა. უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. ამ ეტაპზე უცნობია მომხდარის გამომწვევი მიზეზი.
ორი ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა. ორი დაშავებული კი, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით, საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ფოტო: არქივი