წიწვოვანი ხე-ბუჩქნარის მოპოვება-რეალიზაციის ფაქტებზე ჯარიმები გაიზარდა. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარის მოსპობა და დაზიანებისთვის ჯარიმა 1000 ლარია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ტყის უკანონო მოპოვება-რეალიზაციაზე სულ დაჯარიმებულია 3 500-მდე პირი.
“შეიძლება წიწვოვანი მცენარე მოპოვებული იქნეს კერძო საკუთრებაში, სანერგე და პლანტაციურ მეურნეობებში. ბუნებრივ ნაძვის ხეს, აუცილებლად, თან უნდა ახლდეს მისი კანონიერი გზით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ ცნობას ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი უწყება გასცემს.
წიწვოვანი მცენარის უკანონოდ მოჭრა 1000 ლარით ჯარიმდება, დაცულ ტერიტორიაზე წიწვოვანი მცენარის უკანონო მოჭრა – 1500 ლარით, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიაზე – 500 ლარით. ნებისმიერ ამ ჯარიმას ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანი,” – აცხადებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი მაია ჩხობაძე.