პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილი ელჩების კონფერენციას არ დაესწრო, რადგან მას პროტოკოლით გათვალისწინებული ადგილი არ დაუთმეს.
ადმინისტრაციის თქმით, ეს “დიპლომატიური პროტოკოლის უხეში დარღვევაა”.
თბილისში ელჩების კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ელჩი, საქართველოს პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებიან.