თბილისში, მოსკოვის გამზირზე ავტობუსის დაჯახების შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა. “ფორმულას” ინფორმაციით, 305 ნომერი ავტობუსი, რომლის მძღოლიც ნასვამი იყო, ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, რომელიც კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, მძღოლს შემთხვევის ადგილზე ალკოტესტი ჩაუტარდა, რომელმაც 80%-იანი სიმთვრალე აჩვენა.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მომხდარ ფაქტს ადასტურებენ თბილისის მერიაში, თუმცა გამოძიების დასრულებამდე განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებენ.