ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. ფაქტი დედოფლისწყაროში, სოფელ ზემო ქედში მოხდა.
წაიკითხე სხვა ამბებიც
“აჭარა.News”-ის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც 25 წლის ახალგაზრდა მართავდა, ხეს შეეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად, ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 6-ე ნაწილით მიმდინარეობს.