გორში, ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. აჭარა.News-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი არასრულწლოვანია, რომელის გადაყვანაც თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში გახდა საჭირო.
წაიკითხეთ სხვა ამბებიც
ჩვენი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ამ დროისთვის, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.