ავარიის შედეგად კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა ყვარელის მუნიციპალიტეტში მოხდა. ახალგაზრდა კაცმა, რომელიც “მერსედესის” მარკის მსუბუქ ავტომანქანას მართავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.