სამხედრო დასახლებაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. გარდაცვლილს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. შემთხვევა ხონის მუნიციპალიტეტში მოხდა.
”აჭარა.News”-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი 33 წლის გიორგი ჩალაძეა.
გარდაცვლილის დედის ინფორმაციით, ღამით ხმაური შემოესმათ და ჩალაძე მეზობლების გაშველების მიზნით გარეთ გავიდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული იდენტიფიცირებულია.