40 წლამდე ქალს საჩუქარი სადარბაზოში, კართან დაუტოვეს. შეფუთვაში ტკბილეულთან ერთად კიდევ ერთი ნივთი იდო. ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც რამდენიმე წამში ამოქმედდა. შემთხვევა, ახალქალაქში მოხდა.
ამანათის ადრესატი ინგა მაისურაძე იყო. ის წლებია მარტო ცხოვრობს. ქალმა საჩუქარი სამზარეულოში შეიტანა. ყუთში ასაფეთქებელი მოწყობილობა შეამჩნია, საგანი მოისროლა და ოთახიდან გაიქცა. აფეთქებამ სახლის დიდი ნაწილი გაანადგურა, ჩაიმსხვრა მინები და დაანგრია შენობის შიდა პერიმეტრი.
ქალი სიკვდილს გადაურჩა, თუმცა დაზიანებები მაინც მიიღო. მომხდარ ფაქტზე 65 წლამდე კაცი დააკავეს.