გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში, არარეგისტრირებული, ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ტერიტორიიდან ამოღებულია კრიპტომერიის სახეობის 30 ერთეული უკანონოდ ტრანსპორტირებული მორი. ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.