ბილაინმა მუსიკის, მედიისა და ტექნოლოგიების მსოფლიოში წამყვან კომპანპანიასთან Stingray Group Inc ერთად მუსიკის მოყვარულებისთვის საახალწლო გათამაშება დაიწყო, რომლის გამარჯვებულსაც აიფონის უახლესი მოდელი, iPhone 14 -ი გადაეცემა. კონკურსი 25 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელებდა და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია, ხოლო არასრულწლოვანს მშობლის/კანონიერი მეურვის თანხმობა დასჭირდება.
გათამაშების წესები ძალიან მარტივი და სახალისოა:
- გაიაქტიურე ბილაინის ნებისმიერი პროდუქტი, რომელსაც საჩუქრად მოჰყვება Stingray Music-ის პრემიუმ პაკეტი.
- გადმოწერე Stingray Music-ის აპლიკაცია და გაიარე მარტივი ავტორიზაცია.
- აპლიკაციაში აირჩიე შენი ფავორიტი მუსიკალური არხი და საჯაროდ გააზიარე ფეისბუქის პირად გვერდზე ჰეშთეგით #BeelineMusic
- გათამაშების გამარჯვებული გახდება ის ადამიანი, ვინც 25 დეკემბრის ჩათვლით გაზიარებულ პოსტზე ჯამურად ყველაზე მეტ რეაქციას დააგროვებს
- პოსტი უნდა იყოს საჯარო.
გამარჯვებულმა პირადობის დამდასტურებელ დოკუმენტთან ერთად სიმ ბარათი უნდა წარმოადგინოს.
Stingray მსოფლიოს 156 ქვეყანაში ოპერირებს და 400 მლნ გამომწერი ყავს. საერთაშორისო პლატფორმა მუსიკის მოყვარეულებს სრულფასოვან და მუდმივად განახლებად ფლეილისტებს სთავაზობს, რომლებიც თანამედროვე მუსიკალური ტრენდებისა და მსმენელთა უკუკავშირის საფუძველზე, ყოველდღიურად იქმნება. ბილაინის აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ უფასოდ ისარგებლონ Stingray Music -ის პრემიუმ პაკეტით, როდესაც იაქტიურებენ მუსიკის შემცველ პროდუქტს. პრემიუმ პაკეტი უზრუნველყოფს მაღალ გარჩევადობას და მუსიკის მოსმენას რეკლამის გარეშე.
Stingray Music-ის აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS, ისე Android სისტემაზე.