იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ელექტროსიგარეტის მოხმარება შეეზღუდა. როგორც უწყებაში ამბობენ, გადაწყვეტილება მკურნალმა ექიმმა იმის გამო მიიღო, რომ “სააკაშვილი დიდი რაოდენობით ელექტროსიგარეტს იღებდა”.
“ბრალდებული/მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი იღებდა დიდი რაოდენობით ელექტრო სიგარეტს, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მის მკურნალ ექიმთა ჯგუფს, ასევე პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფს მიეღო გადაწყვეტილება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას შეზღუდოდა ელექტრონული სიგარეტის მოხმარება”, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.