მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ოზურგეთში. ავარია დღეს დილით აღმაშენებელის ქუჩაზე მოხდა.
”აჭარა.News”-ის ინფორმაციით, წითელი ფერის მიკროავტობუსი ბორდიურს შეეჯახა, რის შედეგადაც
დაიღუპა მძღოლი.
თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლს გულის შეტევა მოუვიდა და გონება დაკარგა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სამაშველო სამსახური.