საკვებად უვარგისი 1 166 კილოგრამი თევზი აღმოაღმოაჩინეს, ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო იტყობინება. უწყების ცნობით, გამოვლენილია თევზის შესაბოლი საწარმო შპს „ემი“, რომელიც უკანონოდ, ბიზნესოპერატორის რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე საქმიანობდა.
“შემოწმებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა. სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის მიერ, განადგურების მიზნით, დაილუქა 1166 კილოგრამი თევზი (სკუმბრია შებოლილი 320 კგ, ორაგულის მუცლის ჩხირები შებოლილი 19 კგ, სკუმბრია დამარილებული 720 კგ, ორაგულის მუცლის ჩხირები 107 კგ).
ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ნიმუშები. ობიექტი დაჯარიმდა და საქმიანობის უფლება შეუჩერდა,” – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.