ახალგაზრდა კაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა ბაღდათში მოხდა.
”აჭარა.News”-ის ინფორმაციით გარდაცვლილი 22 წლის გოგიტა ბანცაძეა. ის ხობის მუმიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მკვიდრია.
“როგორც ვიცით, ბაღდათში სამუშაოზე იყო, როცა ეს ტრაგედია მოხდა. არაჩვეულებრივი ახალგაზრდა იყო. მალე მეორე შვილს ელოდებოდა”- აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.