გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი ადამიანი დაიღუპა. მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. ”აჭარა.News”-ის ინფორმაციით, ორი ადამიანი ადგილზევე დაიღუპა. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.