გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების 2 ფაქტი გამოავლინეს.
ლიბერიისა და კამერუნის დროშების ქვეშ მცურავი გემების კაპიტნებს, ზღვის სამეურნეო წყლებით დაბინძურების ფაქტზე, ფოთის საქალაქო სასამართლომ 65-65 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
გემებს თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცათ.