სინოპტიკოსების ცნობით, 25 ნოემბრის 21 საათიდან 26 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით ზოგან, დღისით კი უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში მოთოვს.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირი რაიონებში დღისით 13-18 , ღამით კი 8-13 გრადუსი იქნება. მთაში კი დღისით 5-10, ღამით კი 0 – 5 გრადუსი. კვირას, 27 ნოემბერს მოსალოდნელია წვიმა. ორშაბათს კი გამოიდარებს.