მესამე კლასის მოსწავლეს მანქანა დაეჯახა, შემთხვევა დღეს დილით გურჯაანში მოხდა. გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსში გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულების დირექტორის, გელა ორველაშვილის თქმით, მოზარდის მდგომარეობა მძიმეა.
„მდგომარეობა მძიმეა, არის ქალა-ტვინის დახურული ტრავმა. ჩატარებულია შესაბამისი კვლევები და მკურნალობისთვის დაგეგმილია მისი გადაყვანა თბილისში, ბავშვთა ნეიროქირურგიულ სამსახურში.“ – განაცხადა გელა ორველაშვილმა.
მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.