ავარიის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. შემთხვევა თელეთი-თბილისის გზაზე მოხდა. “აჭარა.News”-ის ინფორმაციით, ქალი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
მიღებული ტრავმები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა ქალი ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.