მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფელ მეჯვრისხევის გზაზე მოხდა.
“აჭარა.News”-ის ინფორმაციით, ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და სატვიორთო შეეჯახა.
შეჯახების შედეგად, მიკროავტობუსის მძღოლი, მურად ტიელიძე, ადგილზე დაიღუპა.
ადგილზე სამართალდამცავები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყვნენ მობილიზებული.