მცირეწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 30 წლამდე კაცი დააკავეს. “აჭარა.News”-ის ინფორმაციით, დაკავებულს სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას ძმიშვილის მიმართ ედავებიან. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ სამეგრელოში მოხდა.
სასამართლომ ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.