13 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 60 წლის კაცი ბაბუის ძმაა. როგორც ბრალდებული კაცის ერთ-ერთი მეზობელი აცხადებს, გოგონას მასთან საჭმელი მიჰქონდა ხოლმე.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ ძალადობით და მუქარით განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. სასამართლომ ბრალდებულს, 60 წლის კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.