TV25.GE-ის ინფორმაციით, ბათუმში, 14 წლის გოგო გააუპატიურეს. მოზარდზე სექსუალურად შუა ხნის კაცმა იძალადა. შემთხვევა ორი დღის წინ, ე.წ “ოცნების ქალაქში” მოხდა.
სექსუალური ძალადობის მსხვერპლმა მომხდარის შესახებ ოჯახს უამბო, რის შემდეგაც გოგოს მამა სასტიკად გაუსწორდა. არასრულწლოვანი მძიმე დაზიანებებით, სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
TV25.GE-ის შსს-ში უთხრეს, რომ მშობელი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.