9 წლის გოგონა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილი გოგონას ახლობლები ავრცელებენ. შემთხვევ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩაში მოხდა.
ამ ეტაპზე უცნობია, რამ გამოიწვია გოგონას გარდაცვალება, თუმცა, ახლობლები ერთ ვერსიაზე საუბრობენ.
გავრცელებული ვერსიით, გოგონას გართულებები კბილის ამოღების შემდეგ დაეწყო.
ჰქონდა თუ არა მოზარდს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, ჯერჯერობით უცნობია.