პიდმულმა ადამიანი დაგლიჯა, შემთხვევა გუშინ, რუსთავში ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ეზოში დაბმულმა ძაღლმა აიწყვიტა და კაცს ფეხის არეში დაკბინა.
დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსეს, სადაც პაციენტს სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
“ეზოში დაბმულმა ძაღლმა აიწყვიტა და პირდაპირ ბავშვებისკენ წავიდა. ჩემს შვილს უკბინა ფეხზე, ორ ადგილზე აქვს ღრმა ჭრილობა. სწრაფადვე მოხდა ძაღლის გარიდება, სხვა ბავშვებს არ შეხებია. ძაღლი სახლში ჰყავთ და, ეს პერიოდი 10 დღიანი რაცაა განკუთვნილი, აკვირდებიან”,- უყვება “inforustavi.ge-ს დაშავებულის დედა.
ბიჭი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს.