ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ემიჯნება თეატრის დასის წევრის თამარ მაყაშვილის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს.
“ბათუმის დრამატული თეატრისთვის, რომელიც რეგიონში წარმოადგენს ხანგძლივი ისტორიისა და ტრადიციის მქონე კულტურის კერას, რომლის მიზანია თეატრალური მხატვრული ნაწარმოების შექმნა და მათი მეშვეობით ეროვნული თვითშეგნების გამტკიცება, ტრადიციების პატივისცემა, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა დამკვიდრება და განვითარება, მიუღებელია მსგავსი შინაარსის შემცველი გამონათქვამები,” – წერია თეატრის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
თეატრის სამხატვრო ხლმძღვანელის გადაწყვეტილებით მსახიობი თამარ მაყაშვილი მოიხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან და მის მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები – აცხადებენ ბათუმის დრამატულ თეატრში.
შეგახსენებთ, გადაცემა „ჩვენი ოჯახის“ ერთ-ერთი სტუმარი მსახიობი თამარ მაყაშვილი იყო, რომელმაც მან პირდაპირ ეთერში ასეთი ფრაზა წარმოთქვა: „გავიხედე და კატოს აცვია ხულელი ბავშვით, ეს საშინელი, ბეშუმური კაბა”.
სწორედ ეს გამონათქვამი გახდა საზოგადოების გაღიზიანების მიზეზი, რის გამოც მსახიობი დიდ სკანდალში გაეხვია და მას საჯაროდ სთხოვენ ბოდიში მოუხადოს მოსახლეობას. თამარ მაყაშვილმა აღნიშნული სკანდალის გამო ფეისბუკზე ვიდეომიმართვა გაავრცელა და აჭარლებს მოუბოდიშა.