ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორის სარჩელი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. სარჩელის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა. მოსამართლეს არ განუმარტავს გადაწყვეტილების მოტივი.
შეგახსენებთ, ირაკლი ჯინჭარაძის გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად აჭარის მთავრობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა დაასახელეს..