მცირეწლოვანს ავტობუსი შეეჯახა, რის შედეგადაც 4 წლის ბიჭი გარდაიცვალა. შემთხვევა რუსთავში მოხდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მათი თქმით, სამედიცინო ცენტრში მიყვანილ ბავშვს სასიცოცხლო ნიშანი არ ჰქონდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ადგილზე იმყოფებოდნენ რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს წარმომადგენლები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.