დაპირისპირებისას ერთი ადამიანი დაჭრეს. კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მოხდა.
დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, ამ ეტაპზე პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მულით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.