ხულოს მუნიციპალიტეტში გარდაიხცვალა კაცი, რომელსაც ხე დაეცა. შემთხვევა სოფელ ღურტაში მოხდა. შუახნის კაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.
“დაახლოებით 42 წლამდე ასაკის კაცი დაიღუპა. ხეს ჭრიდა და დაეცა. გამოვიძახეთ სასწრაფო, მაგრამ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას კაცი გარდაცვლილი დახვდა”- უთხრა “აჭარა.News” გურამ კახაძემ.