პიტბულმა 4 ადამიანი დაგლიჯა. შემთხვევა რუსთავში, შარტავას გამზირზე მოხდა. დაზარალებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ ნაკბენები კიდურებისა და მუცლის არეში აღენიშნებოდათ.
დაზარალებულების ცნობით, “პიუტბული მათ თავს, ქუჩაში, სრულიად უწყინარ სიტუაციაში დაესხა”. მათივე თქმით, ძაღლის პატრონი ალიკაპისა და საბმელის გარეშე ასეირნებდა.
წყარო: ინფო რუსთავი