შვილმა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დედა დაჭრა. შემთხვევა რუსთავში ჭყონდიდელის დასახლებაში მოხდა.
”აჭარა.News”-ის ინფორმაციით,19 წლის ბიჭმა დედას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა.
დაჭრილი ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე დააკავა.