• მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • არჩევნები
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
შაბათი, სექტემბერი 30, 2023 19:08
  • შესვლა
აჭარა.News
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • არჩევნები
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • არჩევნები
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი
აჭარა.News
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

მთავარი კრიმინალი

”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს

აჭარა.News ავტორი აჭარა.News
ოქტომბერი 13, 2022
კრიმინალი
0

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში 4 პირი დააკავეს.

1983 წელს დაბადებული ნ. ჯ. (მეტსახელად „ჯოჯიკა“), 1983 წელს დაბადებული გ. ა. (მეტსახელად „მავნე“) და 1977 წელს დაბადებული ვ. დ. “ქურდული სამყაროს” წევრობის, “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის და ჯგუფურად ჩადენილი ცემის ბრალდებით არის დაკავებული. ხოლო, 1997 წელს დაბადებული ა.ქ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის.

დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრი ნ. ჯ. და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერი გ.ა., „კანონიერ ქურდ“ ოთარ კვარაცხელიას (მეტსახელად „კიმო“) დავალებით, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის თანამფლობელებს საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მფარველობას დაჰპირდნენ, რის სანაცვლოდაც მათგან გარკვეულ თანხას იღებდნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ, ბიზნესმენებმა შეწყვიტეს კრიმინალური ავტორიტეტებისთვის თანხის გადახდა, რის გამოც მათ შორის დავა წარმოიშვა.

ბრალდებულებმა, აღნიშნული დავის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, თბილისში მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევა, რომელსაც „კანონიერი ქურდის“ – ოთარ კვარაცხელიას ძმა, „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერი ვ.დ.-ც ესწრებოდა.

,,ქურდული გარჩევის“ დროს, ნ.ჯ-მ და ვ.დ.-მ, დაშინებისა და ზემოქმედების მიზნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ერთ-ერთ მოდავე ბიზნესმენს.

ე.წ. ქურდული გარჩევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ბრალდებულებმა სამშენებლო კომპანიის ერთ-ერთ თანამფლობელს მოსთხოვეს ამავე კომპანიაში არსებული თავისი წილის ნახევრის ნ. ჯ.-ის სახელზე გადაფორმება, ხოლო მეორე ბიზნესმენს დააკისრეს 54 000 აშშ დოლარის გადახდა, ასევე, მის საკუთრებაში არსებული ბინის და კომერციული ფართის გადაცემა, რისთვისაც რამდენიმე დღე განუსაზღვრეს.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ, ცეცხლსასროლი იარაღი, 8640 აშშ დოლარი, „ბე-ემ-ვე“- ს მარკის ავტომანქანა და ნარკოტიკული საშუალება.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, ჯგუფურად ჩადენილ ცემის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

გაზიარებაგაგზავნაგაზიარებაTweetგაზიარებაგაზიარება

მსგავსი სიახლეები

ქალს ტორტში ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩაუდეს და კართან დაუტოვეს
კრიმინალი

სასტიკი შემთხვევა ბათუმში – ქმარმა ცოლი დააბა, აწამა და დაჭრა

სექტემბერი 30, 2023
კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
კრიმინალი

შვილმა მამა მოკლა

სექტემბერი 29, 2023
პოლონეთში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
კრიმინალი

თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 2 პირი დააკავეს

სექტემბერი 26, 2023
შემდეგი პოსტი
გარდაიცვალა კაცი, რომელიც ხრამში ავტომობილით გადავარდა

გარდაიცვალა მოზარდი, რომელსაც შადრევანში დენმა დაარტყა

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

ბოლო ჩანაწერები

  • სასტიკი შემთხვევა ბათუმში – ქმარმა ცოლი დააბა, აწამა და დაჭრა
  • შვილმა მამა მოკლა
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი – სინოპტიკოსების პროგნოზი
  • დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 8 პირის მიმართ დევნა დაიწყო
  • ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
ელექტრონული ფოსტა: ajaranews.contact@gmail.com

© 2021 ყველა უფლება დაცულია

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • არჩევნები
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი

© 2021 ყველა უფლება დაცულია

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In