• მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • არჩევნები
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
ოთხშაბათი, თებერვალი 1, 2023 20:17
  • შესვლა
აჭარა.News
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • არჩევნები
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • არჩევნები
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი
აჭარა.News
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

მთავარი უცხოეთი

ყირიმის ხიდის აფეთქებაში საქართველოს მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ – რუსეთი

აჭარა.News ავტორი აჭარა.News
ოქტომბერი 12, 2022
უცხოეთი
0

რუსული სახელისუფლებო პროპაგანდისტული მედია RIA Novosti-ის ცნობით,  რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (FSB) ყირიმის ხიდზე “ტერორისტული აფეთქების” სქემა და მასში მონაწილეები ამოიცნო. FSB აცხადებს, რომ ხიდის აფეთქებაში საქართველოს, უკრაინის, რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეები მონაწილეობდნენ.

რუსეთის ცნობით, უკვე ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს 8 ადამიანი, მათგან 5 რუსეთის მოქალაქეა, 3 უკრაინის.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის თქმით, ყირიმის ხიდზე ტერორისტული თავდასხმის ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი დირექტორატის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, მისი თანამშრომლები და აგენტები იყვნენ.

უწყების თქმით, ფეთქებადი მოწყობილობა დამალული იყო სამშენებლო პოლიეთილენის რულონებში, რომლებიც 22 ფირფიტაზე იყო განაწილებული და ჯამში 22 700 კილოგრამს იწონიდა.

FSB აღწერს იმ გზას, რომელიც, მათი თქმით, ტვირთმა გაიარა, ვიდრე ყირიმის ხიდზე აფეთქდებოდა.

უწყების ინფორმაციით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი ოდესის პორტიდან ბულგარეთის ქალაქ რუსეთში უკრაინულ და ბულგარულ კომპანიებს  Translogistic UA LLC-სა და Baltex Capital S.A-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გაიგზავნა. ბულგარეთიდან საქართველოში, ფოთის პორტში ჩავიდა, შემდეგ კი სომხეთში.

FSB ასახელებს უკრაინის, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეების სახელებსა და გვარებს, ვინც, მათი მტკიცებით, ამ ტვირთის გადატანაში მიიღო მონაწილეობა.

29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე, FSB-ის ცნობით, ტვირთი ერევანში ტერმინალ “ტრანსალიანსში” ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წესების მიხედვით შეამოწმეს და აქვე განბაჟებისას დოკუმენტები შეცვალეს. ტვირთის ახალი გადამზიდად “GU AR GROUP”(სომხეთი, ალავერდი) გაფორმდა მიმღებად კი რუსული კომპანია “ლიდერი”.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის თქმით, ამ ტვირთის გადამტანმა სატვირთო მანქანამ რუსეთ-საქართველოს საზღვარი 4 ოქტომბერს ლარსის გამშვები პუნქტიდან გადაკვეთა 2 დღის შემდეგ კი სომხეთში ჩავიდა, სადაც არმავირის საბითუმო საცავში სატვირთო მანქანა გადმოტვირთეს.

რუსეთი ამტკიცებს, რომ 7 ოქტომბერს უკრაინის მოქალაქემ რუსეთის მოქალაქეების დახმარებით ტვირთის დოკუმენტები კვლავ შეცვალა და ამ მომენტიდან ტვირთის გამგზავნ კომპანიად TEK-34 იყო მითითებული, ხოლო ყირიმში მიმღებად კი ის კომპანია რომელიც სინამდვილეში არ არსებობს.

FSB აცხადებს, რომ 7 ოქტომბერს ტვირთი მანქანაში რუსეთის მოქალაქემ იუსუბოვ მაჰირმა ჩატვირთა და ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლისკენ 8 ოქტომბერს გაემართა, აფეთქება კი ყირიმის ხიდის გადაკვეთისას მოხდა.

რუსეთის თქმით, ტვირთის გადაადგილების სრულ არშრუტს აკონტრლებდა უკრაინის თავდაცვის უწყება და მისი დაზვერვის მთავარი დირექტორატის თანამშრომელი, ვინც სქემაში მონაწილეებს თავი ივან ივანოვიჩად გააცნო, ქმედებების კოორდინაციისთვის კი ის იყენებდა სხვა მოქალაქის სახელზე რეგისტრირებულ ტელეფონს იყენებდა.

„8 ოქტომბერს დილით ადრე სატვირთო მანქანა ყირიმის ხიდზე აფეთქდა, რის შემდეგაც ცეცხლი ნავთობით დატვირთულ 7 ტანკერს წაეკიდა. სამანქანო გზის 2 საყრდენი ნაწილობრივ ჩამოინგრა, თუმცა ხიდის თაღი არ დაზიანებულა. 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მოსამართლე მოსკოვიდან“ – აცხადებს რუსეთი.

გუშინ, 11 ოქტომბერს რუსულმა ტელეგრამ-არხმა BAZA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სატვირთოს, რომელსაც ყირიმის ხიდზე ასაფეთქებელი მასალა გადაჰქონდა, ქართული ნომრები ჰქონდა. ინფორმაცია დაუზუსტებელია.

BAZA-ს ცნობით, სატვირთომ, განბაჟება სომხეთში გაიარა, რის შემდეგაც ის ქალაქ არმავირში გადმოტვირთეს, მერე კი, ჩრდილოეთ ოსეთში დაბრუნდა. სატვირთო ავტომობილი იქ 8 ოქტომბერს იპოვეს.

გაზიარებაგაგზავნაგაზიარებაTweetგაზიარებაგაზიარება

მსგავსი სიახლეები

11 მოსწავლის სექსუალური შევიწროვების ბრალდებით სკოლის დირექტორი დააკავეს
უცხოეთი

11 მოსწავლის სექსუალური შევიწროვების ბრალდებით სკოლის დირექტორი დააკავეს

იანვარი 27, 2023
სომხეთში მოგზაურობა აიდი ბარათით იქნება შესაძლებელი
საზოგადოება

სომხეთში მოგზაურობა აიდი ბარათით იქნება შესაძლებელი

იანვარი 12, 2023
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ქალი მოკლეს
უცხოეთი

9 წლის ბავშვმა დედა მოკლა

იანვარი 9, 2023
შემდეგი პოსტი
უბილეთოდ მგზავრობისთვის 1 847 პირი დააჯარიმეს

უბილეთოდ მგზავრობისთვის 1 847 პირი დააჯარიმეს

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

ბოლო ჩანაწერები

  • „ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ყოფილი დირექტორი დააკავეს
  • დაბა გომისმთაში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების 7 ფაქტი გამოავლინა
  • შშმ პირისთვის განკუთვნილ ადგილზე დგომისთვის საჯარიმო სანქცია 4-ჯერ გაიზარდა
  • ავარია მსხვერპლით დასრულდა
  • პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 14 პირი
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
ელექტრონული ფოსტა: ajaranews.contact@gmail.com

© 2021 ყველა უფლება დაცულია

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • არჩევნები
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი

© 2021 ყველა უფლება დაცულია

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In