უხვმა ნალექმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემები შექმნა. რამდენიმე სოფელში, ძირითადად გზებსა და საკარმიდამო ნაკვეთებზე, მეწყრული პროცესები განვითარდა. დაზიანებულია წყლისა და ბუნებრივი აირის მილები.
სოფელ კვირიკეში შეზღუდულია ელექტროენერგიის მიწოდება. “აჭარა.News”-ის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში შექმნილ სტიქიის სალიკვიდაციო კომისიის ცხელ ხაზზე 15 შეტყობინება შევიდა.
ქობულეთის მერიის ინფორმაციით, შესულ შეტყობინებებზე მერიის შესაბამისი სამსახურები გადიან და ადგილზე სწავლობენ ვითარებას.