გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აჭარაში 11 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და სანაპირო რაიონებში 17– 19 გრადუსი, მთიან რაიონებში კი 8– 10 გრადუსია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 12-13 ოქტომბერს, ბათუმში უნალექო ამინდი იქნება და ჰაერის ტემპერატურა 1-2 გრადუსით მოიმატებს.
არამდგრადი ამინდი მოსალოდნელია 14 ოქტომბერს. კვირის ბოლოს, 15-16 ოქტომბერს გამოიდარებს და შაბათ-კვირას ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსს მიაღწევს.