მკვლელობა თელავში. “აჭარა.News”-ის ინფორმაციით 23 წლის ქალი, სავარაუდოდ, მეგობარმა კაცმა ცივი იარაღით მოკლა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ ალაზნის გამზირზე მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
23 წლის ქალს კაცმა სასიკვდილო დაზიანებები არასრულწლოვანი შვილის თვალწინ მიაყენა.
დამნაშავე შემთხვევის ადგილოდან მიიმალა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.