ბათუმში მშენებარე კორპუსის მეცამეტე სართულიდან შუა ხნის კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა.
შემთხვევა ანგისის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.
“აჭარა.News”-ის ინფორმაციით, 50 წლამდე კაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას გარდაცვლილი დახვდა.
ადგილზე სამართალდამცავები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებული.
“აჭარა.News”-ი დეტალებს შს სამინისტროში არკვევს.