დაპირისპირებისას ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. 1996 წელს დაბადებულ პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან მაშინ ესროლეს, როდესაც ის ჩასარიცხ აპარატთან იდგა. შემთხვევა თბილისში, საირმის ქუჩაზე მოხდა.
დაზარალებული კლინიკაშია გადაყვანილი. ინციდენტის შემდეგ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის პოლიციამ მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.