ბათუმში შუახნის კაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა დღეს, პუშკინის ქუჩაზე მოხდა.
როგორც თვითმხილველები “აჭარა.News”-თან აცხადებენ, კაცს ოთხი ჭრილობა დანით ჰქონდა მიყენებული და ის უგონო მდგომარეობაში ქუჩაში ეგდო.
დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა მედცენტრში გადაიყვანა.
მომხდარის დამატებით დეტალებს ვარკვევთ.