ბათუმში, სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გეგმიური შემოწმება მიმდინარეობს – ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.
სამსახურის ცნობით, ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მოწმდება – დეზინფექციისა და სტერილიზაციის რეჟიმის დაცვა, სახიფათო ნარჩენების შეგროვება და პერსონალის ჰიგიენის წესების დაცვა.
“სანიტარული ნორმის დარღვევის ფაქტზე 5 ობოექტის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა. ბათუმის ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე 300-ზე მეტი სილამაზის სალონი ფუნქციონირებს,” – აცხადებენ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში.