უსკოს სამი ახალი წევრის ვინაობა ცნობილია. ვაკანტურ ადგილზე 6 კანდიდატის განცხადება იყო დარეგისტრირებული, საიდანაც უმაღლესმა საბჭომ მხარი ციალა შავაძეს, ზაალ ზაალიშვილსა და თამარ ქამადაძეს დაუჭირა.
პლენარული სხდომა, სადაც უსკოს ახალი წევრების არჩევის პროცესზე მსჯელობდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
მათი განცხადებით “ქართული ოცნება” ცესკოს წევრებად სუსის თანამშრომლებს და “ქართული ოცნების” აქტივისტებს ირჩევს, ამიტომ არ მიიღებენ ამ პროცესში მონაწილეობას. ოპონენტთა ბრალდებებს მმართველი გუნდი აბსურდულს უწოდებს.