აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ქალაქ ბათუმის მერმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, აჭარის მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებმა.